|
2019-04-02 18:32:36, 1514 ნახვა
რეგიონი
თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში 23 ბავშვი მოიწამლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ინტოქსიკაციით 23 ბავშვია გადაყვანილი. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ დეზინტოქსიკაცია უტარდებათ. „ბავშვებს აღენიშნებათ პირღებინება და ტკივილი მუცლის არეში, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. დიდი ალბათობით, შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს რამდენიმე საათში გავწერთ, ხოლო საყურადღებო რამდენიმე პაციენტს დღეს კლინიკაში დავტოვებთ“, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღში საკვები პროდუქტების სინჯები გამოსაკვლევად უკვე აიღეს. გარდა ამისა, როგორც „ექსპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)