02:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 22:57:06, 1099 ნახვა

საზოგადოება
გინებისთვის დამაკავეს - თბილისში საპროტესტო აქციაზე დავით სუბელიანი და ვახუშტი მენაბდე დააკავეს

"გინებისთვის დამაკავეს" - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის" აქტივისტმა დავით სუბელიანმა განაცხადა. მასთან ერთად დაკავებულია კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც. 

ჩვენ დაგვაკავეს, მაგრამ თქვენ არ დაიშალოთ! თქვენ მოდით!, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თავის „ფეისბუქგვერდზე“ წერს.

ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა დავით სუბელიანი და აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავეს. 

აქციის მონაწილეები შეიჭრნენ იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics