19:23 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 14:48:18, 436 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: ტექნიკურად მიზანშეწონილი არ არის, ვერტმფრენის გამოყენება, რომელიც 2 წელი გამოუყენებელია

„ტექნიკურად მიზანშეწონილი არ  არის, როდესაც ორი წელი დგას ვერტმფრენი მისი დაქოქვა და გამოყენება იმ დროს,  როდესაც ძალიან მაღალია რისკი“,-ამის შესახებ  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა  ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ  არ გამოიყენეს  სტიქიის დროს  „PUMA“ ვერტმფრენები. 
მისი თქმით, მსგავის ტიპის ვერტმფრენების შენახვა  ძალიან ძვირი ჯდება. 
„რაც შეეხება თუ რატომ არ მოხდა  სტიქიის დროს  მისი გამოყენება,  მაშინ როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული,  რომ ეს ვერტმფრენები გაყიდულიყო.  ვინაიდან,  საკმაოდ დიდი სიამოვნებაა ასეთი ე.წ. წარმომადგენლობითი ვერტმფრენის შენახვა. მათი ექსპლუატაცია არ ხდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მიზანშეწონილი არ არის ტექნიკურად, როდესაც ორი წელი დგას ვერტმფრენი მისი დაქოქვა და გამოყენება როდესაც ძალიან მაღალია რისკია.  მითუმეტეს ძალიან  მძიმე  მეტეოროლოგიურ პირობებში“,-განაცხადა სესიაშვილმა. 
ამასთან, სესიაშვილის განცახდებით, ვერტმფრენების  გაყიდვის  შემთხვევაში  შესაბამისი თანხის ამიღება ვერ მოხდებოდა რადგან ის კრედიტით იყო შეძენილი. 
„თქვენ იცით, რომ ეს ვერტმფრენები წინა ხელისუფლების დროს შეიძინეს.   საკმაოდ ძვირი თანხა იქნა გადახდილი მათ შორის ერთ-ერთი არის VIP ვერტმფრენი.  ამიტომ თავის დროზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ეს ვერტმფრენები გაყიდულიყო.  რამდენადაც ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ძალიან ძვირადღირებული ვერტმფრენები მოიხმაროს. მითუმეტეს როდესაც ერთ-ერთი მათგანი არის წარმომადგენლობითი. თუმცა გაყიდვის შემთხვევაში თანხას ვერ ამოვიღებდით, რადგან მათ შეძენასთან დაკავშირებით კრედიტი იყო აღებული. ამიტომ მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიღებული იყო  და მისი რეალიზაცია ვერ მოხდა.  შესაბამისად დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვერტმფრენები გადავცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელი მას აქტიურად მოიხმარს“,-აღნიშნა ირაკლია სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics