01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 11:25:22, 911 ნახვა

საზოგადოება
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის მხარდაჭერით NASA-ში გაემგზავრება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი" გახდა. პროექტის ავტორები - თბილისის ამერიკული აკადემიის, სკოლა „Aia-Gess"-ისა და ქუთაისის სკოლა „პროგრესის" მოსწავლეები, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე თიბისის სტიპენდიატების, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეების პროექტი - „მოძრაობის სკანერი" გავიდა. ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტიკის 1 კვირიან კურსს გაივლიან.

მესამე საპრიზო ადგილი კი პროექტმა „ესკულაპე" დაიკავა, რომლის შემქმნელებიც ბელგიაში გაემგზავრებიან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია თიბისი, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - "სილქნეტი".

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.

 

 

(R)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics