01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 02:15:15, 1137 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში, მშენებლობაზე მიწის დიდი მასა ჩამოიშალა. მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.

სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics