01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 12:54:55, 1320 ნახვა

საზოგადოება
ბელგრადში ქართული ღვინის პრეზენტაციაგაიმართა

ბელგრადში, საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. 

ქართული ღვინო ბელგრადში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ წარადგინა. მან სტუმრებს პრეზენტაციის სახით ქართული ღვინის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა გააცნო, რის შემდეგაც ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია ჩაატარა.

აღნიშნულ ღონისძიებას  იმპორტიორები, სხვადასხვა რესტორნების, სასტუმროების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციის იმპორტით სერბეთში. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის სხვადასხვა დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოები. კერძოდ, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი", „მაყაშვილის ღვინის მარანი", „კონჭო და კომპანია" და „მარანი კაპისტონი". როგორც გიორგი თევზაძემ აღნიშნა, სტუმრების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი  და მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციის მსვლელობის დროს დაისვა ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან და დღევანდელობასთან დაკავშირებული შეკითხვები.

ბიზნესფორუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სერბეთში  ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics