11:29 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 09:33:19, 2982 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: სამწუხაროა, რომ 3 ადამიანი ვერც ცოცხალი და ვერც დაღუპული კვლავ ვერ მოიძებნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ ეტაპზე 3 დაკარგული ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.

ამასთან, მისივე თქმით, დაკარგულ ცხოველებს კვლავ ეძებენ  და ამ ეტაპზე არ შეუძლიათ თქმა, ცოცხლები არიან თუ არა ისინი.

"ცხოველების  ძებნა კვლავ მიმდინარეობს. ვერ დავადასტურებთ ცოცხლები არიან თუ მკვდრები არიან ეს ცხოველები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ 3 ადამიანი კიდევ  ვერ მოიძებნა ვერც ცოცხალი და ვერც დაღუპული.  ყველა ტენქიკასთან  თითო  მაშველი არის ე.წ. ექსკავატორზე, რომ თუ რამე აღმოჩნდება გაჩერდეს სამუშაოები და ხელით დაიწყონ დამუშავება",-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება მიმდინარე გამწენდით სამუშაოებს, გომელაურის განმარტებით, ჩამოტანილი ნარჩენებისა და სხვადასხვა მასალის უმეტესი ნაწილი უკვე გატანილია.

"შსს-ს ძალები უფრო მეტად გადართულია მზიურის ტერიტორიაზე, თუმცა სამაშევლო სამსახური ყველგანაა განაწილებული, როგორც სვანიძის ქუჩაზე, ყველა მიმართულებით. უმეტესი ნაწილი ჩამოტანილი ნარჩენების გატანილია",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics