18:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 12:34:28, 1535 ნახვა

სამართალი
ბესელია შსს-ს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ორგანიზატორის დასადგენად 1 თვეს აძლევს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელებას ეხმაურება. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის სამართალდამცვავ უწყებებს ფარული კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დამკვეთისა და ორგანიზატორის გამოსავლენად 1-თვიან ვადას აძლევს. 

მისი თქმით, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ინფორმაცია შეიტყო შსს-ს მიმართა, თუმცა დეპუტატის მტკიცებით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ჩემს მიმართ  განხორციელებული შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა უკანონო  ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. ინფორმაცია არ ჰქონდათ, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან? ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით. ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ "ნაციონალური მოძრაობის“ დროს პერსონალურ შტურმს, შურისძიებებს, არ არის აქამდე ან ვერ არის დამკვეთი ნაპოვნი. ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს“,- განაცხადა  ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics