|
2019-03-22 16:30:57, 2023 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში კრებები ჩატარდა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა კრებები ოლადაურის ადმინისტრაციული ერთულის სამ სოფელში. ამით დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი შუახევში. ჭვანაში, ცივაძეებში, ტაკიძეებში და ზედაყანაში სოფლის კრებებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შუახევის მერმა ადგილობრივებთან წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა, ასევე მოსახლეობას გააცნო სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭვანაში გზის რეაბილიტაცია დაიგეგმა, ცივაძეებში გარე განათება მოეწყობა, ტაკიძეებში სასმელი წყლის და გარე განათების პრობლემა მოგვარდება, ზედაყანაში გამოყოფილი თანხა სასმელი წყლის მილების შეძენას და გზის რეაბილიტაციას მოხმარდება. ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მოსახლეობამ გარე განათების ბოძების შეძენა გადაწყვიტა, პაპოშვილებში სასაფლაოების შემოღობვა, ხოლო მახალაკიძეებში გარე განათების ქსელის მოწყობა გადაწყდა. ოლადაურის ადმინისტრაციული ერთულის სოფლებში კრებებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე და მერის წარმომადგენელი ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთულში ვახტანგ ფუტკარაძე ესწრებოდნენ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავდა სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 760 000 ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში 14 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით სოფლის 67 კრება ჩატარდა.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)