|
2019-03-22 14:09:51, 2077 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო
დღეს ბათუმში 17 წლამდე ჭაბუკ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად გახსნა. ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმში ჩემპიონატის გამართვა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის და რეგიონის ცნობადობის გაზრდას. ,,დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბათუმი როგორც ეროვნული ჩემპიონატების, ასევე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ტრადიციულ ადგილად გადაიქცა. ჩვენ გვინდა, რომ ბოლომდე გავამართლოთ ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი საინტერესო სპორტული ღონისძება გველის'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. პირველობისთვის სამ წონით კატეგორიაში 100-მდე სპორტსმენი იბრძვის. ჩემპიონატი აჭარაში პირველად ტარდება და 24 მარტამდე გაგრძელდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბათუმი 6 -13 აპრილს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 47 ქვეყნის 600 -მდე ძალოსანი და პირდაპირი ტელეტრანსლაცია განხორციელდება Eurosport-ი ევროპის 60-მდე ქვეყანაში. ჩემპიონატი გაიმართება როგორ მამაკაცთა ასევე, ქალთა შორის, ათ წონით კატეგორიაში. ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მთავრობის წარმომადგენლები, წარმატებული სპორტსმენები, მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)