|
2019-03-22 11:25:37, 1886 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისში ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა - პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EaP)“ ფარგლებში ხრამი-დებედას მდინარის აუზის მართვის გეგმის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა დაინტერესებულ მხარეებსა და ექსპერტებს შორის. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ. ასევე ღონსიძიების ფარგლებში ბოლნისის სკოლის მოსწავლეებს ევროკავშირის ექსპერტმა პრაქტიკული ინტერაქტიული სემინარი ჩაუტარა მდინარეში ჩაყრილი ნარჩენებისა და ეკოსისტემებზე მათი გავლენის შესახებ. წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოდაგოების ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსებისა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოების ინფორმირებას თუ როგორ შეიძლება წყლის დაზოგვა და სუფთა წყლის დალევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის" (EUWI+) უერთდება წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში, სადაც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან და მდგრადი განვითარების პრინციპებთან. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, წყლის რესურსების მართვის სამსახურის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვტი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)