19:23 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 12:59:16, 456 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარს არ უჭერს

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია სტიქიის ხარჯზე ცდილობს ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც რეალურად შეიცავს კორუფციის ნიშნებს.

„შიდა გადანაწილებების გათვალისწინებით თბილისის ბიუჯეტში შედის 50 მილიონ ლარზე მეტი ცვლილება, საიდანაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება მხოლოდ 14 მილიონი ლარი. 13 მილიონი ლარი ემატება ერთი თვით ადრე ოლიმპიური ფესტივალის მზადებისათვის ღონისძიებებს, 18 მილიონის სესხის აღება ხდება თითქოს საგზაო სამუშაოებისათვის, მაშინ როდესაც ამ გზების ჩამონათვალი არავის უნახავს. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ სიტუაციაშიც ცდილობს სტიქიის ლიკვიდაციის საფარქვეშ გააძვრინოს ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს კორუფციულ სქემებს, რაც თბილისის მერიაშია“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის ბიუჯეტი 45 მილიონი ლარით იზრდება. მერიის ინიციატივას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღეს განიხილავენ. თანხა სამი მიმართულებით გადანაწილდება. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის 14 მილიონია გათვალისწინებული, 18 მილიონი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყოფა, ხოლო 13 მილიონი ოლიმპიურ ფესტივალს მოხმარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics