12:12 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 12:14:37, 1057 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში 2 ბავშვს მატარებელი დაეჯახა - და-ძმის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ბავშვები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის განცხადებით, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. 

"10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი ქალატვინის დახურული ტრამვა. ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, - განაცხადა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics