19:49 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 19:53:53, 2219 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და  ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ტურიზმის მდგრადი განვითარება ნიშნავს იმას, რომ სწორი და ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებით ქვეყანა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გრძელვადიან პერიოდში იღებს ეკონომიკურ სარგებელს. საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზებით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარება მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის მასშტაბს ამცირებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე და დამსწრე საზოგადოებას  2019-2025 წლების ტურიზმის სტრატეგია გააცნო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების და სერვისების გაუმჯობესების კონცეფცია მიმოიხილა, სეზონი შეაჯამა და მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ  წარადგინა პრეზენტაცია.

ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და გიდები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics