|
2019-03-14 16:14:19, 1641 ნახვა
რეგიონი
შუახევში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების დროს, ოქროპილაურის და გუნდაურის მოსახლეობასთან გაიმართა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე და მერის წარმომადგენელი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გია დავითაძე ესწრებოდნენ.
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს. კენჭისყრის შედეგად სოფელ დროში ორი მნიშვნელოვანი საკითხი დასახელდა: სასმელი წყლის რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის მოწყობა; სოფელი ოქროპილაური - საცალფეხო ბილიკის მოწყობა; სოფელი გუნდაური - სანიაღვრე არხის მოწყობა; გარე განათების ქსელის მოწყობა. დღესვე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება დაბის ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელში და ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)