16:06 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 17:04:40, 545 ნახვა

საზოგადოება
თინათინ ხიდაშელი მაშველის დაკრძალვას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ  ხიდაშელი სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველის ზურა მუზაშვილის დაკრძალვას დაესწრო. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,  თინათინ ხიდაშელმა მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. 

ცნობისთვის, მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დღეს დაკრძალეს.

ზურაბ მუზაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) "სამოქალაქო თავდადებისთვის" მედლით დააჯილდოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics