|
2019-03-13 15:51:14, 1518 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლება, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, რათა სწავლის დამთავრების შემდეგ ყველა ახალგაზრდამ შეძლოს წარმატებით დასაქმდეს სხვადასხვა სფეროში. ,, დიდი ყურადღება დაეთმობა განათლებას და შემდეგ უკვე კარიერულ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერი. ამას დასჭირდება ბევრი მუშაობა. საჭირო იქნება თქვენი მხრიდან ჩართულობა და მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ ეს სურვილი თქვენგანაც მოდის. წელს უკვე ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლების დაფინანსება და დაახლოებით, ბიუჯეტის მეოთხედი გადანაწილდება განათლების სფეროზე. არცერთ მონდომებულ ახალგაზრდას არ უნდა შეექმნას შეფერხება განათლების კუთხით'', - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. გაიმართა ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია. სტუდენტებმა კი, თავის მხრივ, წარმოადგინეს განათლების სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა. მოწვეული სტუმრები გაეცნენ ახალგაზრდების ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და მოისმინეს სამი ქედელი ახალგაზრდის გამოცდილება თუ როგორ მოხვდნენ საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით. შეხვედრის შემდეგ, ქედის მუნიციპალიტეტის ცხრა წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოეს. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)