|
2019-03-07 18:51:50, 1842 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად და სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებისთვის ემზადება
„აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად და სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებისთვის ემზადება. “, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს, ახლებური მიდგომებით მეტად შედეგიანები ვიქნებით. "2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვქონდა, დაგროვდა გამოცდილება, გავაუმჯობესეთ საველე სამუშაოები", - აღნიშნა მან. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც კომპლექსურია და სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისია ცოდნით, პრეპარატით და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც დაეხმარებიან მეთხილე ფერმერებს, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის მოსავალი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, 2018 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა კალიის, ბზის ალურას და ამერიკული თეთრ პეპელას საწინააღმდეგოდ, რამაც ხელი შეუწყო მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სარეალიზაციო ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის გააქტიურებას.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)