|
2019-03-07 18:32:41, 1692 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: თუ არ შევქმნით სამელიორაციო ინფრასტრუქტურას, ვერ შევინარჩუნებთ ნიადაგის ნაყოფიერებას და ვერც წარმოებას გავზრდით
„თუ ჩვენ არ შევქმნით სამელიორაციო ინფრასტრუქტურას, ვერ შევინარჩუნებთ ნიადაგის ნაყოფიერებას და ვერც წარმოებას გავზრდით", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლანენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, "მრავალწლიანი კულტურების გაშენების გეგმები იქნება ფუჭი, იმიტომ, რომ წყლის გარეშე, თანამედროვე რეალობაში ჩვენ ვერ ვაწარმოებთ კონკურენტუნარიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას". "სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება მნიშვნელოვნად ავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, უმჯობესდება და იზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა. 2012-2018 წლებში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 258 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 127 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 38 000 ჰექტარს შეადგენს. 2019 წელს მშენებლობა-რეაბილიტაციით დაგეგმილია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 53 გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 374 ობიექტზე ჩატარდება", - აღნიშნა მინისტრმა.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)