|
2019-03-07 18:14:11, 1741 ნახვა
კომენტარი
ქადაგიძე - ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩემი მმართველობის დროს განხორციელდა
"ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. ქადაგიძის თქმით, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ის გამოკითხვაზე კიდევ დაიბარონ ქადაგიძემ ასე უპასუხა: "ამაზე საუბარი არ გვქონია. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას. განსაკუთრებით თუ ეს კითხვები ეხება 2008 წლის მოვლენებს, თუ როგორ მოხდა რეაგირება იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რაც ქვეყანაში შეიქმნა იმ დროს. ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს გამოცდილება აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში. მიუხედავად იმისა, ესა თუ ის ფაქტი რა ხანდაზმულობის და ვადისაა, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში", - აღნიშნა ქადაგიძემ და დასძინა, რომ არც ერთი კითხვა არ იყო დასმული კონკრეტულად იმ ტრანზაქციაზე, რასაც პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ედავება.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)