|
2019-03-07 17:56:15, 1714 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქადაგიძე TBC-ის საქმეზე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ის „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის. როგორც ქადაგიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალური საჯაროობა იყოს. „რა ტრანზაქციაზეა საუბარი, როგორ არის საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლებსაც საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტზე მოვისმინეთ. ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, გამჭვირვალობისა მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა. სასამართლო წესით ცხადია მზად ვარ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის. ეს ყველას ინტერესშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნვეყოფილი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)