|
2019-03-07 13:45:30, 1523 ნახვა
რეგიონი
მთიანაჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები დაიწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთიან აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს გეგმავს. მიმდინარე წელს, ტრენინგების პირველი ეტაპი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება. სასტუმრო სახლის მართვა, კვების ობიექტების მენეჯმენტი, მზარეულების ტრენინგი და ინგლისური ენის კურსი - ძირითადი ჩამონათვალია იმ ტრენინგებისა, რომლებსაც კურორტ გოდერძის, სოფელ დანისპარაულისა და დაბა ხულოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები გაზაფხულზე გაივლიან. • მზარეულების ტრენინგი - კურორტი გოდერძი, სოფელი დანისპარაული • სასტუმრო სახლის მართვა - კურორტი გოდერძი, სოფელი დანისპარაული • ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსი (III ეტაპი) - კურორტი გოდერძი, სოფელი დანისპარაული • კვების ობიექტების მენეჯმენტი - დაბა ხულო • მზარეულების ტრენინგი - დაბა ხულო ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს ითვალისწინებს. მათი უმრავლესობა ხულოს მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდება. რაც შეეხება ინგლისური ენის ტრენინგ-კურსს, მისი ორი ეტაპი კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულის კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს 2018 წელს ჩაუტარდა. წელს, მათთვის უკვე კურსის მესამე ეტაპი დაიწყება. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონში სერვისის გაუმჯობესება და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომელსაც ბოლო წლებია აქტიურად ვანხორციელებთ. დღემდე ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი ადამიანის გადამზადება შევძელით და ეს პროცესი ბუნებრივია გრძელდება. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია და სერვისის გაუმჯობესებათან ერთად ის ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებას, ტურისტული პროდუქტების შექმნას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. შედეგად რეგიონში მზარდია საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც, რომელმაც გასულ წელს 2,1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები სამომავლოდაც უცვლელი იქნება, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)