|
2019-03-07 13:39:49, 1588 ნახვა
კომენტარი
თამარ ჯაყელი: 18 წელია განათლებაში ვარ და პირველად ვხედავ ასეთ მნიშვნელოვან ძვრებს
ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ ჯაყელი მთავრობის ახალ ინიციატივას "განათლება - გზა უკეთესი მომავლისკენ" ეხმაურება. "ვფიქრობ, რომ განათლებისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება ეფუძნება ძალიან ღრმა და მართებულ ხედვას. დიდი ხანია დარწმუნებული ვარ იმაში, რომ განათლების გარეშე ჩვენ მომავალს ვერ შევქმნით. ერი ეს არის განათლებულ პიროვნებათა კრებული. უამისოდ ვერც თავისუფლების გზას გავიკვალავთ , ვერც მოვიპოვებთ ,ვერც შევინარჩუნებთ თავისუფლებას, ვერც კულტურულ აღორძინებას ხელს ვერ შევუწყობთ იმიტომ, რომ როდესაც დიდი უმრავლესობა რჩება გაუნათლებელი, ეს ქმნის ისეთ ინერტულ მასას, რომელიც აფერხებს ყველანაირ წინსვლას, ყველანაირ პროგრესს, მასა, რომელიც ხდება მანიპულირების საგანი, რომელიც როგორც უნდათ ისე შეუძლიათ მტრულ ძალებს რომ მართონ. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სიძლიერე ,თავისუფლება რეალურად არის ჩვენს ხელში, ამისთვის განათლებულ ერად უნდა ჩამოვყალიბდეთ. 18 წელია განათლებაში ვარ , პირველად ვხედავ ისეთ მნიშვნელოვან ძვრებს . ამიტომ, ეს მაძლევს სრულ იმედს იმისას, რომ ამის უკან ყოველივე ამის უკან დგას ძლიერი ნება", - განაცხადა ჯაყელმა.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)