|
2019-03-07 11:48:53, 1493 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას
"საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა. როგორ პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ოპი მტერი ჰყავს, ესენია - ოკუპაცია და სიღარიბე. "მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ცოტა ვღელავ, ვღელავ იმიტომ, რომ დღეს უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრებისთვის არის მტავარი მოტივატორი, თუ რატომ ვარ მე ქართულ პოლიტიკაში. საქართველოს ყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ ყთითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი. დღეს „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას - განათლების ეროვნულ კონცეპციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)