|
2019-03-07 12:02:51, 1702 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს, მემედ ჯინჭარაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა და სიგელი გადასცა
ღვაწლმოსილ ექიმს, ონკო-ქირურგს, მედიცინის დოქტორს, კლინიკა ,,მედცენტრის" ონკოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - მემედ ჯინჭარაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მემედ ჯინჭარაძეს სიგელი გადასცა. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა კომახიძემ კი მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობიასთვის მემედ ჯინჭარაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. მემედ ჯინჭარაძეს პროფესიული საქმიანობის 34 წლიანი გამოცდილება აქვს, 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი. მინიჭებული აქვს საქართველოს საუკეთესო ექიმის წოდება, დაჯილდოებულია ღირსებით ორდენით და სხვადასხვა სიგელით.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)