17:51 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 14:03:27, 1506 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია - არავის გამოუვა შეთქმულების თეორიებით, ვალდებულებებს თავი აარიდოს

 „არავის გამოუვა, რომ შეთქმულების თეორიით, სკანდალებით და ჭორაობით ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამაუკა ხაზარაძის განცხხადებას გამოეხმაურა. შს მინისტრის თქმით, ადამიანები სკანდალებით ცდილობენ, ვალდებულებებს თავი აარიდონ. 

„მე, როგორც ვიცე-პრემიერი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ძალიან კარგად მესმის  ამ ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი. დღეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს ასევე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოხების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, საერთოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყნის მომავალია, ასე რომ ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდეურესად სამწუხაროა რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით, ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ანაკლიის პროექტი არის ამ ქვეყნის მომავალი ეკონიმიკისა და უსაფრთხოების კონტექსტში და არავის არ გამოუვა შეთქმულების თეორიებით, სკანდალებითა და ჭორებით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics