17:52 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 20:27:14, 1433 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ყველაფერი კარგად რომ წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე

"ყველაფერი კარგად რომ წასულიყო და წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე" - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა. ბუნებრივია, მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა და რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში. სწორედ ეს მიზეზები და პრობლემებია ძირითადად, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო და წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, ჩვენი დამფუძნებლების, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების, პირველი თაობის თანაპარტიელების და ახალი თაობის შეკავშირება, უფრო მჭიდროდ და მეტი კოორდინაციით. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და ამოცანა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics