|
2019-03-05 13:27:55, 1441 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი ხაზარაძეზე - ჩვენ არ ვიცით რეალურად ეს რა წერილია, არსებობს საერთოდ თუ არა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილი, რომელზეც გუშინ საუბრობდა, აუცილებლად უნდა გაასაჯაროოს. „გუშინ ძალიან სერიოზული ბრალდებები გაკეთდა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჩემთვის ცოტა დამაბნეველი ინფორმაცია, რადგან სხვადასხვა წყაროებიდან სხვადასხვა ტიპის კომენტარებსა და ინფორმაციას ვისმენ ამ საკითხზე. ამიტომ, უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა წერილზე არის საუბარი. ვნახე ამონარიდი, მათ შორის, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული და იქ ცოტა სხვა რამე ეწერა. ამიტომ, ჩემთვის ამ წერილზე მეტი სიცხადეა საჭირო. ბრალდების ავტორებს მოვუწოდებდი, ეს წერილი უნდა ვნახოთ. სხვანაირად, ზეპირად ხმამაღლა ამის თქმამ გუშინ სულ გადაფარა ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა. რეალურად, შედეგად ის მივიღეთ, რომ საგანზე საუბრის ნაცვლად მთლიანი დისკუსია წავიდა ამ წერილის გარშემო. ჩვენ არ ვიცით რეალურად ეს რა წერილია, არსებობს საერთოდ თუ არ არსებობს, რა წერია, ვინ, როდის დაწერა? უამრავი კითხვა გაჩნდა. საგამოძიებო სამსახურებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ცოტა სხვა განცხადებები მოვისმინე. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, ბრალდების ავტორმა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ვიდრე გამოძიებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე მიმდინარეობს, უნდა ვიცოდეთ, რეალურად, რაზე არის საუბარი, რის გამოძიებას ვითხოვთ. პროცესი უნდა დაიწყოს იმით, რომ ეს წერილი ვნახოთ, საზოგადოებას აქვს ამის უფლება, როდესაც ასეთი სერიოზული ბრალდებები კეთდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)