13:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 10:43:31, 1802 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანები: 2002 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ. ბ. დააკავეს, ხოლო 2003 წელს დაბადებული კ. ო.-ს ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ზოომაღაზიის გაქურდვა სცადეს.

„პოლიციამ მათი ქმედება შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს 1971 წელს დაბადებული ი. ღ., რომელმაც თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭის 2 თავსახური მოიპარა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics