|
2019-03-04 15:26:33, 1621 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: დღევანდელი სანქციებით საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა აკრძალული მაქვს
"დღევანდელი სანქციებით მე აკრძალული მაქვს საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ასეთი დამოკიდებულება ყველა რეგულაციას ცდება და პირდაპირ გადის ადამიანის უფლებებზე. „დღეის მდგომაროებით, მე და ბადრი ჯაფარიძე გადაგვაყენეს თამანდებობებიდან, იმიტომ რომ ბრძანება მოვიდა, ამას მოჰყვა ბანკის აქციების უკვე მეორე ვარდნა და ჯამურად ეს ციფრი 200 მილიონი ზარალია. ჩვენ პრაქტიკულად დაგვაყენეს არჩევანის წინაშე ჩვენს დეპოზიტარებთან, აქციონერებთან და ასე შემდეგ, რომ ან უნდა გადავიყოლოთ ეს ბანკი და თანამდებობებს. დღევანდელი სანქციებით მე აკრძალული მაქვს საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა დეპოზიტების ქვეშაც კი, თანხაზე წვდომა მაქვს აკრძალული. ანუ 100 ლარი თუ მიდევს, ამის ქვემოთ მე არ შემიძლია დაკრედიტება ავიღო ჩემ აფილირებულ პირებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. ეს არის უპრეცედენტო, არაპროპორციული ზომები. ეს ცდება რეგულაციას და ეხება უკვე ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)