|
2019-03-04 15:05:38, 1648 ნახვა
რეგიონი
გურიის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა გურიის რეგიონის ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა ადგილობრივებს თხილისა და კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების და ფუტკრის მოვლა-მოშენების კუთხით მიაწოდეს ინფორმაცია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, დარგის სიახლეების გაცნობა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 150 სოფელში 7500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია. 4-დან 7 მარტის ჩათვლით შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონშია დაგეგმილი, სადაც ფერმერებს კონსულტაციებს ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კუთხით გაუწევენ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)