|
2019-03-04 10:38:04, 1653 ნახვა
რეგიონი
შუახევში, ომში დაღუპული გმირების დედებს დედის დღე მიულოცეს
დედის დღესთან დაკავშირებით, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად ბუთურაულში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა. შუახევის მერმა იაგო მიქელაძის დედას ეთერ მიქელაძეს, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა. იაგო მიქელაძე, ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიჭრა, მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით. დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1,000-1,000 ლარი გადასცა.
დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ რაულ ბერიძესთან ერთად აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის ოჯახს სტუმრობდა. ომის მონაწილის დედას გუგული მახარაძეს დედის დღე მიულოცა და ფასიანი საჩუქრი გადასცა. ფრიდონ მახარაძე 1993 წლის 27 სექტემბრიდან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. „გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მომავალ დედებს. განსაკუთრებთ კი მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების დედებს და მადლობა გადავუხადო გმირი შვილების გაზრდისთვის“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)