18:10 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 14:03:20, 1475 ნახვა

კომენტარი
ბეჟაშვილი ეუთო-ს დასკვნაზე: გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემის კარდინალურად შეცვლაა

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა სერიოზული დარღვევების ფონზე ჩაიარა.

ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. 

„ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც კი ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამიტომ, ხელისუფლების თვითკმაყოფილება, პირიქით, განგაშს უნდა იწვევდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემის კარდინალურად შეცვლა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს მოსყიდვის, ძალადობის ისეთი ბერკეტები, რომლებიც გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics