|
2019-03-01 12:22:29, 1656 ნახვა
კომენტარი
წერეთელი: ეუთო-ს დასკვნა უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები ხელისუფლებისთვის, რათა რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს
ეუთო-ს საბოლოო დასკვნა უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი არჩევნებისთვის საქართველოს რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნა. წერეთელი აცხადებს, რომ დასკვნაში არჩევნების შეფასების თვალსაზრისით ბევრი კრიტიკა იყო შეტანილი. „ეუთო-მ გამოაქვეყნა თავისი საბოლოო დასკვნა საქათველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი, მძაფრად კრიტიკული მოსაზრებაა, რაც ეხებოდა ადმინისტრაციულ რესურსს, იმ სქემას, რომლითაც ხდებოდა ვალების დაფარვა და არის მიუღებელი სტანდარტი. თუ რაიმე პოზიტივი არსებობს, ესეც ყოველთვის აღინიშნება ეუთო-ს დასკვნაში, მაგრამ კრიტიკული ძალიან ბევრია და ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები პირველ რიგში ხელისუფლებისთვის. ამ დასკვნას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეცეს პასუხი რომ „ეს არ არის სწორი“ ან „სხვანაირად იყო და დამკვირვებლებს ეშლებათ“, არამედ უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემები აღარ არსებობდეს უნდა შემდეგი არჩევნებისთვის და საქართველოს რეპუტაციას არ უნდა მიადგეს ჩრდილი ასეთი პროცესის შემდეგ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. ცნობისთვის, საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)