|
2019-02-28 12:56:31, 1463 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია კობახიძის იმპიჩმენტზე: ნუ წამაქეზებენ - თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი თანაგუნდელის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხზე საუბარი არასერიოზულია. ბესელიას განმარტებით, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი არ დაუწყია, თუმცა თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, დეპუტატის მტკიცებით საქმეს ბოლომდე მიიყვანს. „ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. მაგრამ მე ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. მე ვთქვი, როდესაც მკითხეს გამოვრიცხავ თუ არა და ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ. მაგრამ არ დამიწყია. თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან, იმიტომ რომ რასაც ვიწყებ ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ. მე ვიცი როდის რა ნაბიჯი გადავდგა. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კენჭისყრა კიდევ, რომელიც ეხება კანონპროექტებს, როგორ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა“, -განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთბის, ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. ამ განცხადებას მოგვიანებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ საკითხზე საუბარი არასერიზულია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)