|
2019-02-26 13:23:47, 792 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მიზანია ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად საზღვაო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებით
ბათუმში "დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი" გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზღვაო სფეროს ჰქონდეს პლატფორმა, სადაც სტუდენტები შეხვდებიან დამსაქმებლებს და გაეცნობიან თანამედროვე მოთხოვნებს. "საზღვაო სფერო არის არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგი. ჩვენი მიზანია ქვეყანა გადავაქციოთ ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად საზღვაო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებით, რისთვისაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლებას. აქტიურად ხორციელდება საზღვაო სფეროს განვითარება როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის დონეზე. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ემსახურება საზღვაო აკადემიის გაძლიერებას და სტუდენტებისა და ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. "დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი" არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება. იგი საშუალებას აძლევს საზღვაო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს გააცნონ ერთმანეთს სფეროს სიახლეები, მოთხოვნები და გამოწვევები. აგრეთვე ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ და ჰქონდეთ დამსაქმებლებთან უშუალო კომუნიკაცია. ფორუმის ფარგლებში გაიმართა საზღვაო აკადემიისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების პრეზენტაციები. შედგა B2B შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებს შორის და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. "დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმ"-ს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, გადამზიდავი ორგანიზაციების, საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო ცენტრების, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)