10:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 16:04:45, 673 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მოადგილეებთან ერთად საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა. საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა. მოკავშირეებისგან მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ და ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

სკვერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics