|
2019-02-23 14:36:32, 1354 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მშვენიერაძეზე - როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე
„როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის მიერ გუშინდელი შეხვედრის დატოვებას, სადაც მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. კობახიძის თქმით, მშვენიერაძეს პოლიტიკური ინტერესი აქვს. „ გიორგი მშვენიერაძე იყო პირდაპირ ჩართული, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის და შესაბამისად, ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო - ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი იბრძვიან ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას გიორგი მშვენიერაძე სხდომის დატოვების შესახებ, მას უკვე დილას ჰქონდა განცხადება გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას. არაპირდაპირი ფორმით, ის მოუწოდებდა, ასევე, სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში. ეს არის, ბუნებრივია, პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში, და არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ჩადიოდა იმ დანაშაულებს, რომელიც ჩაიდინა იმ ძალამ, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)