02:36 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 17:47:39, 1043 ნახვა

საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან, თვითმმართველობის წევრებთან, მშობლებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების ამაღლების საკითხებზე შეხვედრის მონაწილეთა ინფორმირება და ამ კუთხით სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები.

მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი გააცნეს. ასევე, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეებისა და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მართლწესრიგის ოფიცრებმა, მანდატურებსა და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ამხანაგურ საკალათბურთო მატჩში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics