|
2019-02-22 17:34:30, 1435 ნახვა
კომენტარი
ძიძიგური: საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია
„ბექა ნაცვლიშვილი პრინციპული ადამიანია და ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას. იგი საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში ცუდს ვერაფერს ხედავს. „ბექა ნაცვლიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მისი ხედვები პარლამენტს გაეზიარებინა. ის პრინციპული ადამიანია. ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, გააგრძელებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ. „კონსერვატორები“, ჩვენი ფრაქცია სულაც არ ვართ მომხრე, რომ კიდევ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს დატოვებული. თამაშის წესებზე უკვე შევთანხმდით და ყველა მივეჩვევით იმას, რომ ყველანი ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ. ეს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის კარგია“, - აღნიშნა ძიძიგურმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)