|
2019-02-22 17:28:28, 1434 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - კოლეგების წასვლით გახარებული არ ვარ, მაგრამ ეს არის ჯანსაღი პროცესი
“ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას. როგორც მან აღნიშნა, თანაგუნდელების უმრავლესობიდან წასვლა მისთვის სასიხარულო არ არის, თუმცა გუნდი ერთიანობას ინარჩუნებს. „ბექა ნაცვლიშვილთან პერსონალურად ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, დანარჩენი მისი გადასაწყვეტი იყო, მან გამოთქვა ამის სურვილი და შესაბამისად, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და უპრეცედენტო მოვლენებთან გვაქვს საქმე, რომ ასე ჯანსაღად მიმდინარეობს მსჯელობა, კამათი. ეს არის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში მაღალ დემოკრატიაზე, როდესაც ვერ თანხმდებიან თუნდაც ერთ კონკრეტულ გუნდში კოლეგები, ეს შესაძლოა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ისინი გავიდნენ უმრავლესობიდან. რაც შეეხება ზოგადად კოლეგებს, მათი წასვლით გახარებული ვარ თქო რომ გითხრათ, ეს ასე არ არის, მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული იმ შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომელიც რამდენიმე კოლეგის მხრიდან იყო. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი რამ არის და ეს ურთიერთობას ავნებს. ჩვენი საზოგადოებაც არ უნდა დავღალოთ ერთმანეთთან კინკლაობით, უნდა ვაკეთოთ საქმე, ჩვენი საზოგადოების დაკვეთა რაც არის და შევქმნათ კიდევ უკეთესი პირობები იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთები შევასრულოთ, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. რაც შეეხება გუნდს, ის არის მყარი, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ძალიან კარგად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)