|
2019-02-22 16:10:52, 1354 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ჩუგოშვილის ინიციატივაზე - ხელები შორს ჯანეზაშვილისგან! მის გარეშე კლანს „ოქროს ხანა“ დაუდგება
"ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს უნდოდა სიკეთე გაეკეთებინა და გამოსდის ბოროტება, როდესაც ამბობს, რომ უნდა გამოვიწვიოთ იუსტიციის საბჭოს ხუთივე წევრი არის წარდგენილი პარლამენტიდან", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე გამოეხმაურა ჩუგოშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს. "კი მაგრამ ნაზი ჯანეზაშვილი რატომ უნდა გამოვიწვიოთ? ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა გამოვიწვიოთ ის ადამიანები, ვინც ემსახურება ამ სასამართლო კლანურ მმართველობას, ის ოთხი ადამიანი, რომელიც მუდამ კენჭს უყრის იმ კლანის სასარგებლოდ, ახლა რაღაც პრინციპის გამო ამბობს გამოვიწვიოთ ხუთივე. მაშინ ანა დოლიძე გამოიწვიოს პრეზიდენტმა და "ოქროს ხანა" დაუდგება ამ კლანს დოლიძისა და ჯანეზაშვილის გარეშე. არ არის ეს სწორი გადაწყვეტილება, იქნებოდა ლოგიკური ინდივიდუალურად გვემსჯელა ცალკეულ ადამიანებთან დაკავშირებით. ნაზი ჯანეზაშვილის გარეშე მივიღებთ უარესს, ვიდრე არის დღეს მდგომარეობა იუსტიციის საბჭოში. კი ბატონო თანახმა ვარ გამოვიწვიოთ ოთხი, ხელები შორს ნაზისაგან",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)