|
2019-02-22 13:00:06, 1239 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ბესელიას წასვლაზე: რეალობა არის ჩემთვის მტკივნეული და ამას ძალიან განვიცდი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ქართული ოცნებიდან" ეკა ბესელიას წასვლას ეხმაურება და აღნიშნა, რომ შექმნილი რეალობა მისთვის მტკივნეულია. წულუკიანის თქმით, მას ეკა ბესელიასთან არა ერთხელ ჰქონია საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „ფაქტია, რომ ჩვენი უმრავლესობის წარმომადგენლები, ქალბატონი ეკა, ბატონი ლევანი და სხვები, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და თან მოვისმინე მათი განცხადებებიც, პრაქტიკულად გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ უმრავლესობაში აღარ იმუშაონ. მე, რა თქმა უნდა, როგორც ოპტიმისტი ადამიანი ყოველთვის და ყველგან იმედს ვინარჩუნებ, რომ ეს ასე არ მოხდება, თუმცა რეალობა არის ჩემთვის მტკივნეული და ამას მე ძალიან განვიცდი. არა ერთხელ მიხდია ქალბატონ ეკასთან საუბარი და იმის ახსნა, რომ ჩემთვის ძალიან რთული სანახავი იქნება ის გადაწყვეტილებები რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ“,- განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარტია "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)