|
2019-02-22 12:30:40, 1154 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მიუღებელია, როდესაც იმ ადამიანებს ვისაც ვებრძოდით, ჩემი პარტიის შიგნით ვხედავ
„აქ გაიყო ჩვენი გზები, მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას,“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას განმარტებით, ის არ ეთანხმებოდა პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო. „როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით, ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად. არ ვარ ადამიანი, რომელიც ტოვებს იმას რასაც ქმნის, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ის რაც შევქმენით, ის შორს არის იმ იდეალებისგან, რისთვისაც შევქმენით ეს პარტია", - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. კითხვაზე - სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მას გუნდში დარჩენა ბესელიამ არ უპასუხა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)