|
2019-02-21 19:21:19, 1191 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: პარლამენტის თავმჯდომარე სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინჩალაძესთან, მურუსიძესთან და მის გუნდთან
„პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც არაფერი უშლის ხელს, წიაყვანოს ეს სხდომა, ახლა სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინჩალაძესთან, მურუსიძესთან და მის გუნდთან“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ, კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგოროც ფოფხაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებით რეგლამენტი ირღვევა. „რეგლამენტით ვიცე-სპიკერმა მაშინ უნდა განახორციელოს სპიკერის მოვალეობა, თუ მას რაიმე ხელს უშლის ამ მოვალეობის განხორციელებაში. ადამიანურად, ძლიან არ მსიამოვნებს ის, რაც ახლა გავიგე, რომ რაღაც შეხვედრა არის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ჩემთვის ეს ცნობილი არ იყო. რაღაც ფორმით, ალბათ, კოლეგებს უნდა გვცოდნოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აქ არის დეპუტატების სანდო წრე, რომლებმაც ყველაფერი იციან, ხოლო ვინც არ არის ამ სანდო წრის ნაწილი, იმას კომიტეტებიდან უკვე ვრიცხავთ ხომ?! მე გამრიცხეთ იურიდიული კომიტეტიდან. ახლა არ ვიცი, რა სხდომები ტარდება ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, მაშინ თქვენ არღვევთ რეგლამენტს იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც არაფერი უშლის ხელს, წიაყვანოს ეს სხდომა, ახლა მიდის და სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინჩალაძესთან, მურუსიძესთან და მაგ გუნდთან“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ, უმრავლესობის 9 წევრის, მათ შორის ეკა ბესელიას კანონპროექტს განიხილავენ, რამდენიმე დეპუტატმა შესვენების გამოცხადება მოითხოვა. როგორც მათ აღნიშნეს, სხდომის პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხდომა მას შემდეგ უნდა გაგრძელდეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას დაასრულებს და დარბაზში დაბრუნდება. ამის შემდეგ, სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამოდენიმე წუთით შევიდა. მან აღნიშნა, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ვერ დატოვებს და დეპუტატებს მოუწოდა, მუშაობა მის გარეშე გააგრძელონ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)