10:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 19:09:43, 1543 ნახვა

სამართალი
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა TBC-ზე: სებ-ის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სამართლებრივ პროცედურებს არღვევდეს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებიტ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "თიბისი ბანკი", რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია.  

"უფრო მეტიც, "თიბისი ბანკი" საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია. მისი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოს წარმატების ნათელი მაგალითია. ჩვენი შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნით, კანონის მოთხოვნებს გვერდი აუარა და ეს შესაბამისი პროცედურების განხორციელების გარეშე მოითხოვა. ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს "თიბისი ბანკის" და მისი უმაღლესი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას სებ-ის განკარგულება სასამართლოში გაასაჩივროს.

ამასთან, სავაჭრო პალატა აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლს და მთავარი პროკურატურის უფლებამოსილებას გამოძიების ჩატარების შესახებ. მივესალმებით "თიბისი ბანკის" მზადყოფნას პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის შესახებ, რაც გამოძიებისთვის ყველა საჭირო საბუთის გადაცემას ითვალისწინებს. ასევე, სრულად მზარს ვუჭერთ სამთავრობო და საპარლამენტო სპეციალური კომისიის შექმნას, რათა საქმის უსწრაფესი გამოძიება მოხდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მუშაობა გამოძიების დროული, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის წარმართვის თვალსაზრისით. სხვა შემთხვევაში, განგრძობადი, ძალიან საჯარო დაპირისპირება შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის, რეპუტაციისა და მომავალი უცხოური ინვესტიციებისთვის საფრთხის შემცველი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics