17:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 17:42:47, 453 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: საზოგადოება სიცრუესა და სიყალბეს კიდევ ერთხელ არ "შეჭამს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადარებს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალასანია საკუთარ სიტყვებს ანგარიშს არ უწევს, სიცრუეს ამბობს და ამით პირველ რიგში საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. 
"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს და თუ სააკაშვილმა წლები მოანდომა ნათელაშვილის დონეზე დასვლას, ალასანიას თვეები არ დასჭირვებია. რასაც უნდა ეს კაცი იმას ამბობს და საერთოდ არ უწევს ანგარიშს საკუთარ სიტყვებს, შეურაცხყოფას აყენებენ ამით საზოგადოებას და ამას ვერ ხვდება, გონია, რომ ამას საზოგადოება გადაყლაპავს. გონია, რომ ეს გახდება ლიდერი, ხალხს აგულიანებს, რომ ჩვენ მოვალთ,  საზოგადოება ასეთ კაცს არ მიიღებს, ამდენ სიცრუესა და სიყალბეს საზოგადოება არ მიიღებს და კიდევ ერთხელ არ შეჭამს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics