|
2019-02-20 16:50:14, 1181 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე - გუნდში არც მდგმურები ვართ და არც ვიღაცის კაცის კაცები, ეს ადგილი ვინმეს წყალობით არ მიგვიღია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას ნეგატიურად აფასებს. ფოფხაძემ აღნიშნა რომ, მას და მის თანამოაზრეებს ადგილები პარტიაში პროტექციით არ მიუღიათ და გადაწყვეტილებასაც საკუთარი სურვილით მიიღებენ და არა ვინმეს მითითებით. „შეეშალა პოლიტსაბჭოს, არასწორ ნაბიჯს დგამენ და არასწორ განცხადებებს აკეთებენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ჩემთვის არ არის უმაღლესი ინსტანცია მორალური თვალსაზრისით. ის ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ და არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენ ეს ადგილი ვინმეს წყალობით არ მიგვიღია ასე, რომ რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მივიღოთ, დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ყველა ეს გადაწყვეტილება იქნება ნაკარნახები იმ მორალური ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)