|
2019-02-19 15:34:27, 1280 ნახვა
კომენტარი
მაკრონი: იცოდეთ, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვართ, ისევე როგორც 2008 წელს ვიყავით
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოფიციალური პარიზი მუდამ იქნება საქართველოს გვერდით. ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობები გაძლიერდება. "მადლობას გიხდით, რომ ორმხრივი სახელმწიფო ვიზიტების ფარგლებში პირველ ქვეყანად საფრანგეთი აირჩიეთ. გვსურს იცოდეთ, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვართ, ისევე როგორც 2008 წელს ვიყავით თქვენს გვერდით. ყოველთვის დიალოგის და დიპლომატიის მომხრე ვართ. ვიცით, რომ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული ბრძოლა, ჩვენის მხრივ ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც პარტნიორი ქვეყნის. შეხვედრისას ქალბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ პოლიტიკურ ვალდებულებას ვიღებთ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთტან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით ერთობლივი ძალებით ამ პრობლემის გადაჭრას. შევეხეთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)