|
2019-02-19 13:32:38, 1160 ნახვა
კომენტარი
მელია TBC-ზე: არ მინდა შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე დაპატიმრებას უნდა ელოდონ
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ნებისმიერ დროს დააკავონ. მელიას თქმით, ყოფილ პრემიერ0მინისტრს ბიძინა ივანიშვილის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესის შეჩერება სურს. „ადამიანი, პრაქტიკულად, ძებნაზე დასვეს, ფულის გამთეთრებლად გამოაცხადეს, ობიექტური ვარაუდი არსებობს, რომ 600 მილიონი დოლარის გამოყოფის სურვილი საერთაშორისო ფინანსურს ინსტიტუტს აღარ გაუჩნდება, მანამ, სანამ ბატონი ხაზარაძე ან, თუნდაც, ბატონი ბადრი ჯაფარიძე იქნებიან ამ პროცესში ჩართულნი. ბიძინა ივანიშვილის გეგმაში გახლავთ შემდეგი, გეოპოლიტიკური ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება იმ საბაბით, რომ აგერ, თურმე უმძიმესი დამნაშავეები ახორციელებენ ამ პროექტს. არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)